* Printed editions are available through the respective national associations and training centers responsible for their publication and distribution. To obtain a printed copy, please contact the Georgian Association for Positive Psychotherapy (GAPP).

* ბეჭდური გამოცემები ხელმისაწვდომია შესაბამისი ეროვნული ასოციაციებისა და სასწავლო ცენტრების მეშვეობით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ გამოცემასა და გავრცელებაზე. ბეჭდური ეგზემპლარის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციას (GAPP).

Contact / კონტაქტი:
https://www.facebook.com/positivepsychotherapygeo/

წიგნის შესახებ:

“პოზიტიური საოჯახო თერაპია” ოჯახებთან სამუშაოდ გვთავაზობს პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე გაცილებით მეტს – ის პოზიტიური ფსიქოთერაპიის ზოგად თეორიულ საფუძველს აყალიბებს.

ამ ნოვატორულ ნაშრომში ნოსრატ პეზეშკიანი წარმოგვიდგენს ბალანსის მოდელს, როგორც კულტურულ-გრძნობად კონცეფციას, რომელიც გვეხმარება როგორც შინაგანი, ისე ტრანსკულტურული კონფლიქტების გაგებასა და ტრანსფორმირებაში. ნათელი მაგალითებისა და ტრანსკულტურული ანალიზის მეშვეობით ნ. პეზეშკიანი გვაჩვენებს, რა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია ეფექტურ კომუნიკაციას.

გარდა იმისა, რომ ინტეგრაციული, რესურსებზე ორიენტირებული მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია წყვილებთან და ოჯახებთან მომუშავე თერაპევტებისა და კონსულტანტებისთვის, მისი პრინციპები თავისუფლად ვრცელდება ინდივიდუალურ თერაპიასა და ფართო არეალის ფსიქოსოციალურ ასპექტებზე. ეს არის საბაზისო სახელმძღვანელო იმ ფსიქოთერაპევტებისთვის, რომლებიც ამ ინტეგრაციული, ჰუმანისტურ მიდგომის მეშვეობით განკურნებისა და პიროვნული ზრდისაკენ ისწრაფვიან.